„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში კორნელია ფონ კერსენბროკის მასტერკლასი გაიმართება
10 დეკემბერს 16:00 საათზე, “Sinfonietta Stage”-ზე, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, გერმანელი დირიჟორი და „იმლინგის ფესტივალის“ (გერმანია) სამხატვრო ხელმძღვანელი კორნელია ფონ კერსენბროკი ბაროკოს ვოკალის მასტერკლასს გამართავს. მასტერკლასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ვოკალისტს.
თბილისის ბაროკო ფესტივალის 2021“ დასკვნითი კონცერტი 8 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება და შესრულდება ანტონიო ვივალდის, კლაუდიო მონტევერდისა და გეორგ ფილიპ ტელემანის ნაწარმოებები. ამ მასშტაბურ კონცერტში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ: საფესტივალო გუნდი არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით; სოლისტები: მეგი ჩიხრაძე (სოპრანო) და მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი); დირიჟორი კი კორნელია ფონ კერსენბროკია
შეგახსენებთ, 2021 წლის 10 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, რიგით მეშვიდე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ ორგანიზებითა და მონაწილეობით მიმდინარეობს