მესხიშვილის თეატრის დასმა სლოვენიაში ორი სპექტაკლი წარმოადგინა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დასი ორდღიანი გასტროლით სლოვენიის ქალაქ ნოვა გორიცაში იმყოფებოდა, ქართველ მსახიობებს სლოვენია სავსე დარბაზითა და გულწრფელი აპლოდისმენტებით დახვდა. ქუთაისის დრამატული თეატრის დასმა სლოვენიაში ორი სპექტაკლი : „DUPLET“ (დრამე ორ მოქმედებად/ რეჟისორი კოტე აბაშიძე) და „ კუ +კოკინა” (კომედია ერთ მოქმედებად/ რეჟისორები: ლევან სვანაძე, კოტე აბაშიძე) წარმოადგინა.
სპექტაკლებს დაესწრნენ საქართველოს ელჩი სლოვენიაში ირაკლი კოპლატაძე და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.