ათენში გამოფენა „კალიგრაფია საზღვრების გარეშე“ გაიმართა

საქართველოს საელჩომ ათენში ქართული დიასპორის დღეებისა და პროექტის „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ ფარგლებში, ემიგრაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოზარდების მიერ შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა.პროექტის ინიციატორია ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრი ხოლო გენერალური პარტნიორი: ათენის ქართული კულტურის ცენტრი კავკასია და ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“პროექტი განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში.

საელჩოში გამართულ გამოფენას ესტუმრნენ საგანმანათლებლო დიასპორული ცენტრების ხელმძღვანელები და წევრები გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ირლანდიიდან.გამოფენა საელჩოს უფროსმა მრჩეველმა დარეჯან მუმლაძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გამახვილდა ემიგრაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოზარდების ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოს აღმშენებლობით პროცესებში; ასევე ხაზი გაესვა საქართვლოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ თანატოლებთან მათი კონტაქტების გაღრმავების აუცილებლობას.

სტუმრებს მიესალმნენ ათენის ქართული კულტურის ცენტრის ‘’კავკასია’’ ხელმძღვანელი ავთანდილ მიქაბერიძე, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის და ფონდის „დიასპორების ალიანსის’’ ხელმძღვანელი, თინა სვანიძე ვენკო, საელჩოს თანამშრომელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ვაჩეიშვილი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ემიგრაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოზარდებისთვის ქართული ენისა და დამწერლობის სწავლების მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“-ს ფარგლებში ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი მოზარდებისთვის მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები