CNN-ი საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის სტატიას აქვეყნებს
„თუ თქვენ პანდემიის დროს გადაწყვიტეთ საქართველოში მოგზაურობა, რა უნდა იცოდეთ ამ ქვეყნის შესახებ და რას უნდა ელოდოთ“ – ასე იწყება სტატია, რომელსაც CNN-ი საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის აქვეყნებს, სადაც აღწერილი, რა უნდა გაითვალისწინონ სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში სტუმრობამდე და როგორია ეპიდვითარება.
„ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარე საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანაა. თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი დედაქალაქია თავისი კულტურული ცხოვრებით, ქუთაისი კი ლეგენდარული ისტორიის ქალაქი. მათ შორის იშლება მთიანი ადგილები, თვალწარმტაცი პეიზაჟები, სადაც, ყველაფერი ისეა, თითქოს, დროა გაჩერებული“, – წერს CNN-ი.
ავტორი საქართველოში მოგზაურობის მსურველებს აცნობს რეგულაციებს და ასევე ურჩევს პირბადის ტარებას და წესების დამორჩილებას, რათა არ დაჯარიმდნენ.