ნიუ-იორკის ფესტივალის მთავარ სელექციაში დათო ბორჩხაძის “მეზობელი“ იასპარეზებს

ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის 2021 წლის მთავარ სელექციაში რეჟისორ დათო ბორჩხაძის ფილმი „Neighbour / მეზობელი“ იასპარეზებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფილმის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ დათო ბორჩხაძის ფილმი – Neighbour / მეზობელი – ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის 2021 წლის მთავარ სელექციაში იასპარეზებს.

ფილმი ნაჩვენები იქნება ნიუ – იორკში 1-3 დეკემბრის პერიოდში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები