“Adobe” ნათელა გრიგალაშვილის შესახებ წერს

ამერიკული კომპიუტერული პროგრამების კომპანია – Adobe ქართველი ფოტოგრაფის – ნათელა გრიგალაშვილის შესახებ ვრცელ პუბლიკაციას აქვეყნებს, ინტერვიუს ნათელა გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს: „Adobe ჩემი ფოტოებისა და პროექტების შესახებ..რას წარმოვიდგენდი, წლების წინ, როცა დამოუკიდებლად, ენის ცოდნის გარეშე, თითო-თითო სიტყვის თარგმნით ფოტოშოპის სწავლას ვცდილობდი, რომ ერთ დღეს თავად Adobe-ს წარმომადგენლობა დაინტერესდებოდა და დამიკავშირდებოდა ინტერვიუზე.“

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები წლებია არაერთ საერთაშორისო გამოცემაში იბეჭდება. ის დამოუკიდებელი ფოტოგრაფია, მუშაობს ფოტოსერიებზე, იღებს ძირითადად რეგიონებში, მისი ფოტოსერიები განსაკუთრებული და გამორჩეულია – მათში მხატვრული სინამდვილითაა ასახული რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ყოვლდღიური ცხოვრება, იმედი და სევდა.

ნათელა გრიგალაშვილის ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველთა ბაზრობა”  “ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“  „პანკისის ხეობის ქალები”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები