მილანის ხელოვნების აკადემიის ქართველი სტუდენტი – ემიგრანტი ჟურნალისტი და მხატვარი სტუმრად ვიდეობლოგში

ვიდეობლოგის სტუმარია ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი და მხატვარი ლალი დავითულიანი. ის იტალიაში ცხოვრობს და მილანის ხელოვნების უმაღლესი სკოლის სტუდენტია (Scuola superiore delle art APLICARA COMUNA DI MILANO).

საქართველოში წლების მანძილზე, ლალი დავითულიანი იყო სხვადასხვა გაზეთის რედაქციებისა და ჟურნალისტთა ფედერაციის თანამშრომელი. არც საქართველოდან შორს ღალატობს საყვარელ საქმეს – ხატვის პარალელურად წერს დღიურებს და სამომავლოდ მათ ერთ წიგნად აკინძვას აპირებს. ლალის იტალიაში უკვე ჰქონდა ორი გამოფენა და მესამე გამოფენისთვის ემზადება. საკუთარ გეგმებსა და ოცნებებზე ის ვიდეობლოგ ,,ემიგრანტულ ამბებში“ გვიყვება.

,,ალბათ დიდ მოტივაციას სამშობლოში დაბრუნების სურვილი მაძლევს. ყველა ემიგრანტს აქვს კონკრეტული მიზანი: უმრავლესობა საქართველოში დატოვებული ოჯახების დახმარებასა და უკეთესი პირობების შექმნას ცდილობს. ზოგ მათგანს, ვინც უცხოეთში სწავლობს, სურს დაგროვილი განათლებითა და გამოცდილებით საქართველოს განვითარებაში წვლილი შეიტანოს. მეც ამგვარი სურვილი მაქვს, დაბრუნების შემდეგ საინტერესო პროექტები განვახორციელო… ამიტომ ემიგრაციაში ბევრ რამეს ,,ვეპოტინები“. იმედია ღმერთი მომცემს საშუალებას, ახალი გამოცდილებით ჩემს ქვეყანას დავეხმარო. მინდა, ჩემი ადგილი მქონდეს სამშობლოში და არ ვიყო დაკარგული…“- ამბობს ინტერვიუში ლალი დავითულიანი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები