მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ლიდერობს

უნგრეთში მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭაბუკთა ნაკრები პირველი საფინალო დღის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში ლიდერობს.

ჩვენი ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

მსოფლიოს ჩემპიონები ლუკა ჯავახაძე (48 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (80 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ანრი ფუტკარაძემ (65 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი თამაზ ღლონტი (55 კგ) დაეუფლა.

დღეს,  25 ივლისს, მსოფლიოს პირველობის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების 4 მედლის მოპოვების შანსი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები