მარიამ ზაქარიაძე Microsoft-ის გუნდს შეუერთდა

მარიამ ზაქარიაძე Microsoft-ის გუნდს მონაცემთა მეცნიერის (Data Scientist) სტატუსით შეუერთდა. მისი საქმიანობა Bing-ის საძიებო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობაა.

მარიამმა 2020 წელს, მილანში, კომპიუტერული მეცნიერებისა და ეკონომიკის განხრით, Bocconi-ს უნივერსიტეტი დაამთავრა. პანდემიის გამო, ბოლო სემესტრში საქართველოში ჩამოსვლა მოუწია და საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერად დაიწყო მუშაობა, ხოლო 7 თვის შემდეგ, ამავე პოზიციაზე,  Microsoft-ში განაგრძო თავისი საქმიანობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები