„რთველისის“ ქვევრის საფერავმა DECANTER- ზე პლატინიუმის მედალი მოიპოვა

ღვინის კომპანია „რთველისის“ ქვევრის საფერავმა საერთაშორისო კონკურსზე DECANTER  უმაღლესი ჯილდო – პლატინიუმის მედალი მოიპოვა.

„ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართული ტრადიციული მეღვინეობის განსაკუთრებულობას და კარგად ასახავს „რთველისის“ გუნდის თავდაუზოგავ შრომას. მოხარული ვართ მუდმივად ვიზრუნოთ ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე მთელ მსოფლიოში“ – ნათქვამია „რთველისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Decanter World Wine Awards (DWWA) მსოფლიოში ყველაზე დიდი, გლობალური მასშტაბის, გავლენიანი ღვინის კონკურსია, რომელიც თავისი სანდოობითა და მკაცრი შეფასებითაა ცნობილი.

„რთველისი“ ქართული ღვინის კომპანიაა, რომელიც მეგობრებმა 2019 წელს დაარსეს, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მისი ისტორია 1920 წლიდან იწყება. კომპანიამ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარანი განაახლა და სწორედ ამ მარანში მზადდება დღეს „რთველისის“ ქვევრის ღვინო.

კომპანია აწარმოებს ისეთ მაღალხარისხოვან ღვინოებსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, როგორიცაა: კლასიკური ქართული ღვინო, ქვევრის ტრადიციული ღვინო, ცქრიალა ღვინო, კონიაკი და ჭაჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები