„მეტიდეველოპმენტში“ კონკურსის „წერილები გზიდან“ გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ

როგორც გახსოვთ, პორტალმა „ქართული კვირა“, “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად დაასრულა  იუმორისტული ჩანახატების კონკურსი ემიგრანტებისთვის „წერილები გზიდან“. კონკურსის თემა იყო „ერთხელ“.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებულები და მთავარი პრიზის, “მეტი დეველოპმენტისგან“ 15000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერის მფლობელები ხათუნა წიქორიძე და სოფო იმერელი გახდნენ. მკითხველთა სიმპათიაც სოფო იმერელს ხვდა წილად. მათთვის, განკუთვნილი იყო  წიგნებიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან და სიგელები „ქართული კვირისგან“

ასევე სიგელებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ კონკურსის მეორე ტურში გასული ავტორები, სალომე გოგოლაძე და ლელა ლაჩაშვილი.

ვინაიდან ჩვენი კონკურსის მონაწილეები ემიგრაციაში იმყოფებიან, გადავწყვიტეთ მათი ოჯახის წევრებს შევხვედროდით და პრიზები მათთვის გადაგვეცა. შეხვედრა შედგა „მეტი დეველოპმენტის“ სათაო ოფისში, სადაც მათ  „მეტი დეველოპმენტის“ ხელმძღვანელმა, ბატონმა პაპუნა ხაზალიამ, „ქართული კვირის“ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ანა ჩანგიანმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა მირიან ხოსიტაშვილმა უმასპინძლეს და კუთვნილი საჩუქრები და სიგელები გადაცეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები