ლევან ტიელიძე ახალ ზელანდიაში მოღვაწე მეცნიერი და გლაციოლოგია (მყინვარების სპეციალისტი). გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, 2019 წლიდან უელინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის, ანტაქტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარია. ამჟამად მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო დაწესებულებაში, მორიგ სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობს და დედამიწის ნახევარსფეროებში ძველ გამყინვარებას სწავლობს. ის პირველი ქართველია, ვინც ამ ცენტრში მოხვდა. მან საკმაოდ რთული კონკურსები გაიარა და სრული დაფინანსება მოიპოვა.
პირველი დისერტაციის დაცვის შემდეგ, საქართველოში არაერთ სამეცნიერო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერადაც დასახელდა. ასევე 2014-2015 წლებში სტაჟირება გაიარა აშშ-ში, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში, 2015-2017 წლებში კანადის ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ხოლო 2018 წელს შვეიცარიაში, ციურიხის უნვერსიტეტში.
პროფესიული განვითარებას განაგრძობს და საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს. მისი ნაშრომები დღეს მსოფლიოს წამყვან გამოცემებში იბეჭდება. მაგალითად, ისეთ რეიტინგულ ჟურნალში როგორიც The Cryosphere-ია.
ნახეთ ლევანის ისტორია უფრო ვრცლად ვიდეობლოგში. ის ინტერვიუში ასევე საუბრობს რა რეალური საფრთხეების წინაშე ვდგავართ კლიმატის ცვლილებების შედეგად და სად არის გამოსავალი. ნახეთ რას ურჩევს მეცნიერი ახალ თაობას, რომელმაც მომავალი უნდა შეცვალოს.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"