1 ივლისიდან Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში ბრუნდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით შეასრულებს:

  • მილანი
  • პრაღა
  • ათენი
  • სალონიკი
  • ლარნაკა
  • მემინგენი

პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები