ქართველი ქალი დიდ ავტოსპორტში – როგორ უწევს საქართველოს პოპულარიზაციას ვერა მურღულია უცხოეთში

ვერა მურღულია ავტომრბოლელი და რალების ორგანიზატორია საფრანგეთში. ის პირველი ქართველი ქალია, რომელმაც მაროკოს უდაბნოს Gazelle-ის ქალთა რალი რეიდში (220 ეკიპაჟი მონაწილეობდა) მიიღო მონაწილეობა და მაროკოს უდაბნოში საქართველოს დროშა ააფრიალა. ავტოსპორტის მიმართ სიყვარული მამის, გია მურღულიას გავლენაა, რომელიც ახალგაზრდობაში, ასევე რალისტი იყო.

2019 წელს, მისი ინიციატივით საქართველოში პირველად ჩატარდა ქალთა სათავგადასავლო რალი, სტარტი წარმატებული აღმოჩნდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მანქანების ინტერესი ბავშვობიდან მოჰყვება, სხვადასხვა შეჯიბრებებშიც მიუღია მონაწილეობა. ვერა მურღულია უკვე 15 წელია საფრანგეთში ცხოვრობს. ევროპაში 2005 წელს, მაგისტრატურაზე ექს-მარსელის უნივერსიტეტში  სასწავლებლად  ჩავიდა, შემდეგ ოჯახი შექმნა და საცხოვრებლად დარჩა…

,,დიდი სურვილი და მოტივაცია მაქვს, უცხოეთში საქართველოს მაქსიმალურად გავუწიო პოპულარიზაცია და ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შევუწყო ხელი. ბევრს ვმუშაობთ, რომ ჩვენი ღონისძიებები მთელ მსოფლიოში იყოს ცნობილი. მინდა საზოგადოებას ვაჩვენო, რომ საავტომობილო სპორტი და განსაკუთრებით უგზოობაზე რბოლა, რომელსაც ხშირად კაცთა დისციპლინად მოიხსენიებენ, ქალთა გატაცებაც შეიძლება იყოს და საკმაოდ კარგადაც შეგვიძლია თავი გავართვათ.“

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები