ქართულ საკვირაო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა

2021 წლის 27 ივნისს, ბარსელონასწმიდა ნინოსსახელობის სამრევლოსთან არსებულმა, “წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობისქართულმა საკვირაო სკოლამ, რომელიც 2007 წლის 25 დეკემბერს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამის (გარმელია) კურთხევით დაარსდა, მე-14 სასწავლო წლის ბოლო ზარი, ტრადიციული ღონისძიებით ,,კიდევაც დაიზრდებიანსაზეიმოდ აღნიშნა.

საღამოზე, სკოლის რვავე ჯგუფის 146 მოსწავლეს სერტიფიკატები, დიპლომები საჩუქრები და  აგრეთვე საქართველოდან,  ხელნაწერთა ეროვნული ფონდის მიერ საგანგებოდ გამოგზავნილი დიპლომები, ულამაზესი საჩუქრები და ტაო-კლარჯეთის უნიკალური გამოცემა გადაეცათ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მუსიკალური სტუდია ,,გამა” – ხელმძღვანელი მაიკო გუბელაძე; ქართული ხალხურ საკრავების გუნდი – ხელმძღვანელი იოსებ შინჯიკაშვილი; პატარა მგალობლები –  ხელმძღვანელი- ეკატერინე გირგვლიანი და ირაკლი დევდარიანი. ღონისძიების წამყვანი გახლდათ ქალბატონი ირმა სიხარულიძე. ხელმძღვანელი კი ქალბატონი მარინე წიქორაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები