ლილე ქორიძე „ქალთა დედოფლების“ გამარჯვებულია
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ფიდეს ქალთა და ღონისძიებების კომისიების ორგანიზებით, 26 ივნისს, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა tornelo.com – ზე გაიმართა საერთაშორისო პირად – გუნდური ქალთა ონლაინ ტურნირი – “ქალთა დედოფლების“ ფესტივალის ფინალური ინდივიდუალური ეტაპი.
2100-მდე რეიტინგ კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა და 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით პირველი ადგილი დაიკავა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მსმენელმა ლილე ქორიძემ (მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა).