,,ნაკადული“ – როგორ შეიქმნა ქართული კერა ბაზელში

ვიდეობლოგ ,,ემიგრანტული ამბების” სტუმარი ლიკა ყავლაშვილი-ჰორსტია. ის წლებია შვეიცარიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ლიკას მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. ფრანგული ენის სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორია.

ცოტა ხნის წინ, მეგობრებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ქართულ საკვირაო სკოლას ბაზელში. ,,ნაკადული“ – ასე ჰქვია სასწავლო სივრცეს, სადაც პატარა ემიგრანტი ქართველები მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ეუფლებიან და საქართველოს სიყვარულს სწავლობენ. ლიკა ყავლაშვილი ასევე ფონდის, “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის”  უფლებამოსილი წარმომადგენელია შვეიცარიის კონფედერაციაში და ემიგრანტებისთვის საინტერესო პროექტებშია ჩართული.

როგორ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ქართულმა ფილმმა ,,ფესვებმა“ შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პედაგოგის ცხოვრებაში და როგორ განსაზღვრა მომავალი პროფესია – ნახეთ ვიდეობლოგი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები