სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გერმანიაში შესვლის წესები მარტივდება

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს განცხადებით, 2021 წლის 25 ივნისიდან გამარტივდება სრულად ვაქცინირებული პირების გერმანიაში შესვლის წესები:

  • “მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში შემოსვლისა და ყოფნის ზოგად წინაპირობებს აკმაყოფილებენ, შეძლებენ გერმანიაში ვიზიტის განხორციელებას არა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევების დროს, არამედ მგზავრობის სხვა მიზნების შემთხვევებშიც, მაგ. ტურისტულად ან ახლობლის მონახულების მიზნით.

ამ შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც სრულად აქვთ ჩატარებული აცრა Paul-Ehrlich-Institut-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვაქცინებით, ამავე ვებ-გვერდზე მითითებულ დოზათა ოდენობით. ამასთან, ბოლო აცრიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

დღეის მდგომარეობით, ნებადართული ვაქცინებს მიეკუთვნება  მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ გამოსაყენებლად ნებადართული  ვაქცინები: AstraZeneca,  Moderna,  Johnson & Johnson, Biontech/ Pfizer.” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები