,,ემიგრანტობა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა –  ბრძოლისა და წინსვლის მოტივაციად“

მაკა ხაჭაპურიძე ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ცხოვრობს. საქართველოში 4 შვილის დატოვება მოუწია. პროფესიით პედაგოგია, თუმცა უამრავი ემიგრანტის მსგავსად, მასაც ოჯახში დამხმარედ უწევს მუშაობა.

ლექსების წერა 14 წლის ასაკში დაიწყო, შთაგონების წყარო პირველი სიყვარული იყო. დაოჯახებიდან მალევე წერა შეწყვიტა. წლების შემდეგ ემიგრაციაში, კალამი კვლავ აიღო ხელში. თავისუფალ დროს ხელსაქმესაც მისდევს და ხელნაკეთ ნივთებს ქმნის.

,,ემიგრანტობამ, მონატრებითა და განცდებით დატვირთულმა ყოველდღიურობამ კვლავ ამაღებინა კალამი ხელში და ისევ შევუდექი წერას. ეს პროცესი ძალას მაძლევს, რომ აქ გატარებულმა დღეებმა იმედით და მოტივაციით ამავსოს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს ნაწერებში ჩანს მომავლის სხივი – იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება…“ – ამბობს ვიდეობლოგში საუბრისას მაკა.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები