ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით პირდაპირი რეისები განახლდება

ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს  გავრცელებულ განცხადებაში.

19 ივნისიდან ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტი კვირაში ორი სიხშირით, 26 ივნისიდან ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავი კვირაში ორი სიხშირით, ხოლო 29 ივნისიდან ვენა-ქუთაისი-ვენა კვირაში ორი სიხშირით იფრენს.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები