Gulf Air თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება

თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV-Georgia-ს ინფორმაციით, 1 ივნისიდან, ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია Gulf Air ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით პირდადპირი რეისების განხორციელებას იწყებს.

„კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული 1 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს კვირაში 4 სიხშირით უბრუნდება.

ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.“ – ნათქვამია კომპანია TAV-Georgia-ს განცხადებაში.

Gulf Air-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2017 წელს დაიწყო.

Gulf Air მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია, ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 60-მდე საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები