საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს – „დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან ! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.