დემნა გვასალიამ “რამშტაინი” ბალენსიაგასთვის ფლეილისთის შესაქმნელად მიიწვია
დემნა გვასალიამ ცნობილი გერმანული ჯგუფი “რამშტაინი” ბალენსიაგასთვის ფლეილისთის შესაქმნელად მიიწვია. სპეციალურად ამ თანამშრომლობისთვის ბალენსიაგა კოლექციას გამოუშვებს.
დემნამ და Apple Music -მა თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყეს. როგორც დემნამ თქვა, ის აპირებს ბალენსიაგას მუსიკალურ პროექტში მიიწვიოს არტისტები, რომლებიც შთააგონებენ.
დემნამ Rammstein თავის საყვარელ ჯგუფად რამდენიმე წლის წინ დაასახელა. 2016 წელს, ნიუ იორკში, “წლის საერთაშორისო დიზაინერის” ჯილდოს მისაღებად, დემნა “რამშტაინის” მაისურით მივიდა.