ახალი რეგულაციები აშშ-ს მიმართულებით გამგზავრების მსურველთათვის
Qatar Airways – ი თავის მგზავრებს აშშ-ს მიმართულებით რეგულაციების ცვლილებაზე ინფორმაციას აწვდის.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან, ნიუ-იორკში გამგზავრების მსურველებმა აეროპორტში რეგისტრაციისას უნდა წარადგინონ QR კოდი, რომელსაც ნიუ-იორკის შტატის მიერ გაცემული ჯანმრთელობის აპლიკაციის შევსებისას მიიღებს.
მითითებული ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე – traveler.health.ny.gov
შეგახსენებთ, რომ Qatar Airways- ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა. ის ფრენებს დოჰა – თბილისი – დოჰას მიმართულებით ასრულებს.