საკუთარი ცოლის მაჭანკლის მკვლელი 

„ეს ამბავი 1880 წელს მომხდარა. ტფილისის მოქალაქე მიხაკო არაზოვს არც მეტი არც ნაკლები – საკუთარი ცოლის მაჭანკალი მოუკლავს!
სასამართლო სხდომაზე არაზოვს განუცხადებია: „მართალია, მე შემომაკვდა ნინო ჯოხაძისა, მაგრამ სიკვდილი კი არ მინდოდა. მოთმინებიდგან გამომიყვანა, ბატონებო, ჩააცივდა ჩემს ცოლს და არ ეშვებოდა; იქამდის მიიყვანა, რომ შეაცდინა და ვიღაცაებს ურიგებდა. თვითონ ცოლი გამომიტყდა ამაში და მითხრა, ასე შემაცდინა ნინომაო. მეც ვაპატივე და ვუთხარ, მეტს ნუღარ იქ-მეთქი… ავდექით და სხვა ქუჩაში სახლი დავიჭირეთ… ერთიც ვნახოთ, ერთხელ საღამოს სახლში მოვდივარ და ვხედავ ნინო ჩემს მოკაზმულ ცოლთან დგას…
– ქალო, რა გინდა აქ-მეთქი?
– რა მინდაო და შენი ცოლი მიმყავსო…
მეც ავენთე კაცი, მოთმინებიდგან გამოვედი, ამოვიღე ხანჯალი და დავჰკარი… არ მახსოვს რამდენჯერ შემოვჰკარ, ან როგორ მოკვდა…”
წყარო: მადათოვი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები