დღეისთვის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება შვიდ ქართველ ფალავანს აქვს მოპოვებული

ბუდაპეშტში გამართულ ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ორმა ქართველმა სპორტსმენმა – რამაზ ზოიძემ (-67 კგ) და ლაშა გობაძემ (-87 კგ) ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიცენზიები მოიპოვეს.

ტურნირზე ოლიმპიური ლიცენზია ასევე მოიპოვა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ავთანდილ კენჭაძემ (-74 კგ), რომელიც ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ამ დროისათვის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება შვიდ ქართველ ფალავანს აქვს მოპოვებული: თავისუფალი სტილი – ავთანდილ კენჭაძე (-74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (-125 კგ), ასევე ბერძნულ-რომაული სტილი: რამაზ ზოიძე (-67 კგ), ლაშა გობაძე (-87 კგ), გეორგი მელია (-97 კგ) და იაკობ ქაჯაია (-130 კგ).

დასკვნითი ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირი სოფიაში 6-9 მაისს გაიმართება. ეს ქართველი ფალავნებისთვის ლიცენზიების მოსაპოვებლად ბოლო შანსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები