კინოკომპოზიტორი ანა ქასრაშვილი World Soundtrack აკადემიის წევრი გახდა

World Soundtrack აკადემიამ გამოაქვეყნა წევრთა განახლებული სია, რომელშიც ანა ქასრაშვილია წარმოდგენილი. კინოკომპოზიტორი ანა ქასრაშვილი World Soundtrack აკადემიის წევრი გახდა.

მას წლევანდელ კონკურსზე ხმის მიცემის უფლება სამ ნომინაციაში ექნება:

  • წლის კინოკომპოზიტორი
  • წლის სატელევიზიო კომპოზიტორი
  • საუკეთესო ორიგინალური სიმღერა

აკადემიის სხვა წევრებს შორის არიან გამოჩენილი კინოკომპოზიტორები – კარტერ ბარუელი, ალექსანდერ დესპლა, რამინ ჯავადი, უორენ ელისი, ჯონი გრინვუდი, ჰილდურ გუდნადოტირი, ჯეიმს ნიუტონ ჰოვარდი, ენდრიუ ლოიდ ვებერი, ლალო შიფრინი, ალან სილვესტრი, ვანგელისი და სხვები.

ანა ქასრაშვილი თავად მონაწილეობდა ამ კონკურსში 2020 წელ და, ახალგაზრდა კომპოზიტორების მიერ შექმნილი საუკეთესო, ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში  გაიმარჯვა. კონკურსის დაჯილდოება ბელგიაში, გენტში გაიმართა.

World Soundtrack Awards- ი საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოა, რომელიც 2001 წელს ფილმის საუნდტრეკების და მათი კომპოზიტორებისთვის დაარსდა.

World Soundtrack Awards მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს  ოცდამეერთედ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები