ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფი დოჰას ტურნირზე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ATP-250-იან  ტურნირზე კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა – ფინალი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს (13)  ორ სეტში მოუგო -7-6, 6-2.  ეს საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელის პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაა წლევანდელ სპორტულ სეზონში.

ბასილაშვილმა ფინალამდე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის – დიდი სლემის 20-გზის ტრიუმფატორთან, მსოფლიოს მეექვსე ჩოგანთან, ლეგენდარულ შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან, ვისაც მეოთხედფინალში შეხვდა და სამ სეტში მოუგო.

ქართველი ჩოგბურთელი დოჰას ტურნირის დაწყებამდე ATP რეიტინგში 42-ე ადგილზე იყო, ამ გამარჯვებით კი რამდენიმე საფეხურით დაწინაურდება, რაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. რეგლამენტით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა ერთეულებში მონაწილეობისთვის  საუკეთესო 56-ში ყოფნაა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები