სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა
სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ – ერთი წამყვანი კონფერენციის – Big East-ის წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
სანდროსთან ერთად Big East-ის კონფერენციაში კიდევ 2 კალათბურთელი გამოარჩიეს: ვილანოველი მოთამაშეები კოლინ ჟილსფაი და იერემია რობინსონ – ერლი.
მამუკელაშვილი კარლ მელოუნის სახელობის პრიზისთვისაც იბრძვის, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო თავდამსხმელს (მძიმე ფორვარდი) გადაეცემა. სანდრო ამ ნომინაციაში ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა და ფინალში გავიდა. გამარჯვებული კი 9 აპრილს გამოვლინდება.