„წერილები გზიდან“ – იუმორისტული ჩანახატების კონკურსი იწყება
„წერილები გზიდან“ – „ქართული კვირა“ ემიგრანტებისთვის იუმორისტული ჩანახატების კონკურსს იწყებს.
გაზაფხულდა! როგორც გალაკტიონი იტყოდა:
„რისთვის ტოკავს ხშირი შქერი, ან ნაკადი, ან ჩანჩქერი?
იმიტომ რომ, რაც კი სძულდა, სულის სევდა, ფიქრთა მტვერი,
აიცალა… გაზაფხულდა!
ხოდა ჩვენც „ავიცალოთ… სულის სევდა, ფიქრთა მტვერი“ და გავმხიარულდეთ. გაიხსენეთ ისტორია, რომელიც ერთხელ გადაგხდათ, ამბავი, რომლმაც ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, ან უბრალოდ ერთხელ ძალიან გაგამხიარულათ, გაიხსენეთ, გაიცინეთ და ჩვენც გაგვაცინეთ და ამ სიცილ – სიცილში საჩუქრებიც მოიგეთ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ პირდაპირ გეტყვით, რომ „ქართული კვირა“ ემიგრანტებისთვის იუმორისტული ჩანახატების კონკურსს იწყებს.
პორტალი „ქართული კვირა“ “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად იწყებს ჩანახატების კონკურსს ემიგრანტებისთვის „წერილები გზიდან“.
კონკურსის თემაა : “ერთხელ…“
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქართველ ემიგრანტს, ნებისმიერი ქვეყნიდან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:
ნამუშევრის ავტორის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.
ჩანახატის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორ) გვერდს.
დაგვიანებით ან/და არასრული მონაცემებით წარმოდგენილი ნაშრომები არ განიხილება.
კონკურსის მონაწილეებს მკითხველებთან ერთად შეაფასებს კომპეტენტური ჟიური.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარება.
პირველ ეტაპზე „ქართული კვირის“ რედაქციაში მოხდება საუკეთესო ჩანახატების შერჩევა.
მეორე ეტაპზე კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური და მკითხველი. საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 მარტი.
კონკურსის 2 გამარჯვებული 15 აპრილსს გამოვლინდება.
გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ გადაეცემათ ბინის მშენებლობის 15 000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი.
ასევე, დაწესებულია მკითხველის სიმპათიის პრიზი.(სიმპათიის გამოსავლენად დაითვლება ე.წ. ლაიქები)
გამარჯვებულ ავტორებს წიგნებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დაასჩუქრებს.
ასევე დაწესებულია სხვა პრიზებიც.
გამარჯვებული ჩანახატების ავტორებს „ქართული კვირა“ უფრო ახლოს გააცნობს მკითხველს.
ჩანახატების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, ელფოსტის მისამართზე: kartuli@kvira.ge, ან „ქართული კვირის“ ფეისბუქ გვერდზე. სათაურის ველში მიუთითეთ – ჩანახატების კონკურსი ემიგრანტებისთვის „წერილები გზიდან“.
გისურვებთ წარმატებას.