მარადია ცაავას “წყალს საზღვრები არ აქვს” Cinéma du réel – Festival international du film documentaire- ში მონაწილეობს
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, რეჟისორ მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმის პროექტი “წყალს საზღვრები არ აქვს” მონაწილეობას მიიღებს კინოფესტივალზე Cinéma du réel – Festival international du film documentaire, ინდუსტრიულ პროგრამაში Paris Doc Works in Progress.
ფილმი პოსტპროდუქციის ეტაპზეა.
ParisDOC Works-in-Progress – ფილმის განხილვისა და კარიერის დაგეგმვის ადგილია, რომელიც ხელს უწყობს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გავრცელებასა და წინსვლას. ღონისძიება 16–19 მარტს გაიმართება.
მარადია ცაავას ფილმი „ენგურჰესზეა“. ის უკვე გახდა კონკურსის New Talents Caucasus გამარჯვებული.
ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ არის დაფინანსებული.