პირველად ისტორიაში – ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე იმუშავებენ
ისტორიაში პირველად ქართველ მსაჯთა ბრიგადა სლოვენიასა და უნგრეთში დაგეგმილ ევროპის 21- წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ჩემპიონატის მატჩებს მოემსახურება. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
გიორგი ყრუაშვილი ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მოემსახურება. გიორგი ყრუაშვილს ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ.
ახალგაზრდული ევროპირველობა 24-31 მარტს ჩატარდება, პლეი ოფის მატჩები კი 31 მაისიდან 6 ივნისამდე პერიოდშია დაგეგმილი.
ტურნირში მონაწილეობას 16 ნაკრები მიიღებს – ესპანეთის, უნგრეთის, გერმანიის, რუსეთის, რუმინეთის, ნიდერლანდების, სლოვენიის, ჩეხეთის, იტალიის, ისლანდიის, საფრანგეთის, დანიის, პორტუგალიის, ხორვატიის, ინგლისისა და შვეიცარიისა.