ქართველი მოთხილამურეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან
8 თებერვლიდან მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობებში, რომელიც კორტინა დამპეცოში ტარდება.
ღონისძიებას ესწრებიან GSF-ის წარმომადგენლებიც, რომლებიც საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ ადგილს.
საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრები სლალომსა და გიგანტურ სლალომში მიიღებენ მონაწილეობას:
18 და 20 თებერვალს ნინო წიკლაური იასპარეზებს.
9 – 21 თებერვალს სოსო ჯაფარიძე, ბესო ჯაფარიძე, სანდრო ჟორჟოლიანი და ნოდარ კოზანაშვილი გამოვლენ.