6 თებერვალს “ბედნიერების ღმერთის“ ჩვენება გაიმართება
შაბათს, 6 თებერვალს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი წარმოგიდგენთ დიმიტრი ცინცაძის ფილმს “ბედნიერების ღმერთი”.”
ბედნიერების ღმერთი” გადაღებულია 2015 წელს და იგი გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლაშა ბაქრაძე, თინა მელიავა, ნადეჟდა ბრენიკე, ელი ჯეიმს ბლიზესი და უფუქ ბოზქურთი.
ფილმში უმუშევარ მსახიობ გიორგის მოულოდნელად თავისი 15 წლის ქალიშვილი შეხვდება, რომელიც 10 წელია არ უნახავს. იგი ამაოდ ცდილობს აჩვენოს შვილს, თითქოს ის მდიდარი და წარმატებული ადამიანია. გოგონას დარწმუნება არც ისე იოლია.
ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ლაივ ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.