flydubai საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

“Avia news”- ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია flydubai იძულებითი რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, 28 იანვრიდან საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.

“flydubai დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით იფრენს და მგზავრებს როგორც დუბაი-თბილისის, ასევე თბილისი-დუბაის მიმართულებაზე მოემსახურება.

თებერვალში ჩარტერული რეისები ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.

დუბაი-თბილისი 12:30 – 16:00

თბილისი-დუბაი 17:00 – 20:20″ – ნათქვამია განცხადებაში.

flydubai-მ საქართველოს მიმართულებით რეისები COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე 2020 წლის მარტიდან შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები