ინფორმაცია საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთის მთავრობის  გადაწყვეტილებით 2021 წლის 16 იანვრიდან, სულ მცირე 15 დღის განმავლობაში, საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი საღამოს 20:00 საათის ნაცვლად საღამოს 18:00სთ-დან დაიწყება და დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს;

18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან  საფრანგეთის ტერიტორიაზე შემომსვლელთათვის  სავალდებულო ხდება:

  • გამომგზავრებამდე (ტესტი აღარ გაკეთდება საფრანგეთში შემოსვლისას), 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR – ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა,
  • 7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები