“ქართული პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში და ლევილის ქართველთა მამული”- თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართება

სექტორი 3 იწყებს შეხვედრების ციკლს – ინტერსექტორალური დიალოგი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა ფორმატში შეხვდებიან საზოგადოებას და ისაუბრებენ აქტუალურ თემებზე.

ამ ციკლის პირველი საღამო ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს დაეთმობა.

18 აგვისტოს, 19:00 საათზე სექტორი 3 უმასპინძლებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში, იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გოჩა ჯავახიშვილს.  შეხვედრის მთავარი თემა იქნება ლევილის ქართული მამული და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები