ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

ისრაელის მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნების ე.წ მწვანე სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო შეიყვანა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ.

საქართველოს გარდა, ისრაელის „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში არიან: ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.

გარდა ამისა, ისრაელის ხელისუფლება ქვეყნის საჰაერო სივრცის გახსნასაც განიხილავს, სავარაუდო თარიღად 16 აგვისტო სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები