ჩემი ოქრო ჩემთან
ჩემი ოქრო ჩემთან – ეს იყო თამაში, რომელსაც, წლების წინ, ყველა ეზოში აქტიურად თამაშობდნენ ბავშვები. თამაშის წესები კი ასეთი იყო:
ყველა მოთამაშე, ერთის გარდა, უნდა დამჯდარიყო სკამზე, გვერდიგვერდ და შეტყუპებული ხელები წინ გამოეწიათ. ფეხზე დარჩენილი ერთი მოთამაშე, იგივე ‘’დედა’’ ჩამწკრივებულ მონაწილეებს ჩამოუვლიდა და ერთ-ერთ მათგანს ფარულ ნივთს, იგივე „ოქროს“ ჩუმად ხელებში უგდებდა. ეს ოქრო ხშირ შემთხვევაში კენჭი იყო.
როდესაც „დედა“ ყველა მონაწილეს ჩამოუვლიდა მერე მათ წინ დგებოდა და ყვიროდა – . ‘’ჩემი ოქრო ჩემთან’’. ოქროს მფლობელი მოთამაშე სწრაფად გარბოდა „დედასთან“, სხვები კი მის დაჭერას ცდილობენ. თუ ის ყველას დაუსხლტებოდა გამარჯვებული ხდებოდა, სწორედ ის იკავებს “დედის” ადგილს და თამაში გრძელდებოდა.
დღეს ეს თამაში თითქმის აღარ არსებობს და ალბათ, ამ თაობამ შეიძლება ვერც გაიგოს რატომ თამაშობდნენ ადრე ამ თამაშს, თუმცა, შედარებით უფროსი თაობა სიყვარულით გაიხსენებს იმ დროს.