The Washington Post: “გლობალური პანდემიის ფონზე საქართველო საკურორტო სავანედ სახელდება”
როგორც პოპულარული გამოცემა, „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, გლობალური პანდემიის ფონზე საქართველო საკურორტო სავანედ სახელდება. სტატიის ავტორი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყანად მოიხსენიებს:
„გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს აქვს ახალი ტურისტული მოედანი, ადგილი პანდემიისგან დასასვენებლად. საქართველოს რეაგირება ახალ კორონავირუსზე წარმატებული ისტორიაა“, – აღნიშნულია სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც სიფრთხილით იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის განახლებას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველოს აგრესიული მიდგომა ჰქონდა – სკოლები დახურა, მონიტორინგს უწევდა ვირუსის გავრცელებას, შეაჩერა პირდაპირი ფრენები „ცხელ წერტილებში“ და დანერგა სკრინინგი აეროპორტებსა და საზღვარზე. დაახლოებით 7000 სასტუმროს ნომერი კარანტინში მოთავსებული მოქალაქეებისთვის გამოიყო, რომლებიც სამშობლოში მარტის პირველი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ”
სტატიაში ასევე მოყვანილია პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის და „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელის განცხადებები.