კონსტანტინე გამსახურდია და გალაკტიონი მწერალთა კავშირის სხდომაზე

გალაკტიონი და კონსტანტინე დარბაზში გვერდიგვერდ სხედან მწერალთა კავშირის სხდომაზე.პრეზიდიუმში სხვები არიან მოკალათებულნი.

ერთ-ერთი მათგანი ტრიბუნიდან ხმამაღლა ამცნობს დამსწრე საზოგადოებას რაღაც გადაწყვეტილებას და ასე იწყებს: „საქართველოს მწერლები და პოეტები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ…“

– ამ დროს გალაკტიონმა კონსტანტინეს გადაულაპარაკა: „შენ იყავი, როცა ეგ ამბავი გადაწყვიტეს?“ „არა, შენ?“-დაუბრუნა კითხვა კონსტანტინემ. „არა, არც მე“, – ისევ წყნარად უთხრა გალაკტიონმა.

კონსტანტინემ ხელები გადაატრიალ-გადმოატრიალა და გალაკტიონის გასაგონად ჩაილაპარაკა: „აბა, რომელმა მწერლებმა და პოეტებმა გადაწყვიტეს?“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები