გაერთიანებული სამეფოს პირველ ქართულ სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს პირველ ქართულ სკოლაში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და სკოლის დირექტორის ლია ჯიქია – გოგრიჭიანის ორგანიზებით, რობერტ ბერნსის დაბადების დღის აღსანიშნავად პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ბრიტანელი სტუმრები.
პოეზიის საღამოზე სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის ცხოვრებაზე და მისი ლექსების ქართული თარგმანი წაიკითხეს. ქართული სკოლის დირექტორმა ლია ჯიქია-გოგრიჭიანმა წარმოადგინა 2019 წლის 14 დეკემბერს გამართული შობა-ახალი წლის საქველმოქმედო აქციის ანგარიში, რომლის მიხედვით საქართველოში ფინანსური დახმარება გაეწია 28 სოციალურად დაუცველ ოჯახს.