ფარიკაობაში ტოკიო 2020-ის რეიტინგში სანდრო ბაზაძე მეორე ადგილზეა
კანადის გრან პრის შემდეგ, კაცთა შორის ხმალში, ტოკიო 2020-ის რეიტინგი განახლდა.
ევროპის ზონიდან, ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრ, პირველ ორ ადგილს, ფრანგი ბოლად აპიტი და სანდრო ბაზაძე ინარჩუნებენ.
მონრეალის გრან პრის შემდეგ, მათი უპირატესობა უახლოეს მდევრებთან კიდევ უფრო გაიზარდა და კონკურენტებისათვის,ფაქტობრივად ხელმიუწვდომლები არიან. ბოლად აპიტი (საფრანგეთი) 162 ქ., სანდრო ბაზაძე (საქართველო) 117 ქ. …. ტიბერიუ დოლნიჩეანუ (რუმინეთი) 41ქ.
ფარიკაობაში ტოკიო 2020-ის მონაწილეთა საბოლოო სია აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება.
მანამდე ხმლით მოფარიკავე კაცებს სამი მსოფლიო თასი (21/22.02 – ვარშავა, 6/7.03.- პადოვა, 20/21.03. – ბუდაპეშტი) დარჩათ.