ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვეს

კვიპროსმა კადეტ, იუნიორ და ახალგაზრდა სამბისტებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სამბისტებმა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ცხრა მედალია – ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა რომეო ნიქაბაძემ (98 კგ), ვერცხლის მედლები დავით ვაშაყმაძემ (49 კგ), ნინო დარჩიამ (59 კგ) და მიხეილ გაფრინდაშვილმა (71 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორები კი ანა გაგოშიძე (+72 კგ), ლუკა დავითაძე (58 კგ), გოგა გორგაძე (64 კგ), ლუკა ნიქაბაძე (98 კგ) და გიორგი ჭიღლაძე (79კგ) გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები