მევიოლინე ნინი გიორგაძე, ჯულიარდისა და მანჰეტენის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის მაგისტრანტი გახდა

ქუთაისელი ახალგაზრდა მუსიკოსი, ნინი გიორგაძე,  ჯულიარდისა და მანჰეტენის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის მაგისტრანტი გახდა სრული დაფინანსებით.

ნინი გიორგაძე „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალების – მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და მ. ბალანჩივაძის სახ. #1 სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულია. ვ. ა. მოცარტის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.

მევიოლინე ნინი გიორგაძემ სწავლა პედაგოგ ეკა გიორგაძის კლასში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლაში დაიწყო, შემდეგ კი მელიტონ ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში განაგრძო. 2010 წლიდან ის გახდა ხელოვნების აკადემიის წევრი. 2012 წელს საქართველოს მე-5 ეროვნულ კონკურსზე დაჯილდოვდა იაპონიის საელჩოს სტიპენდიით. ნინის ასევე მიღებული აქვს ლიანა ისაკაძის სპეციალური პრიზი. 2013-2014 წლებში ის გამოდიოდა საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად გერმანიაში, ინგოლშტატში, დირიჟორ ლავარდ სკოუ-ლარსენთან ერთად. მან ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად გამართულ ტურნეზე ქვეყნის გარშემო.

ამჟამად ნინი მანჰეტენის სამუსიკო სკოლაში ნიკოლას მანის კლასში სწავლობს. ამ ოთხი წლის განმავლობაში ამერიკაში ნინიმ ორჯერ გაიმარჯვა ლილიან ფუქსის კამერული ანსამბლის კონკურსში. მასტერკლასები მიიღო შიაო ვანგისგან, მიჰაელა მარტინისგან, პიტერ შუჰმაიერისგან, კოლია ბლახერისგან. იგი ქალაქ მისტიკის კამერული ანსამბლის ფესტივალის წევრია და ამ წლის მაისში უკრავს ამავე ფესტივალზე ამერიკის სიმებიან კვარტეტთან ერთად, სადაც შეასრულებს მენდელსონის ოქტეტს.

2024 წლის ზაფხულში ნინი მიწვეულია თავის კვარტეტთან ერთად, როგორც ცენტრუმ პორტ ტაუნსენდის კამერული ანსამბლის ფესტივალზე, ასევე “ანკორ” სიმებიან კვარტეტის ფესტივალზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები