ქართველი მუსიკოსების შესრულებით „სერიოზული მუსიკა“ ნოტინგემში და ბონში აჟღერდება

გიორგი გიგაშვილისა და ნიკალა ზუბიაშვილის ერთობლივ მუსიკალურ პროექტს „სერიოზული მუსიკა” მალე ევროპელი მაყურებელიც იხილავს. მუსიკოსებმა მოწვევა დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან მიიღეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გიორგი გიგაშვილი წერს და კონცერტების თარიღებს აქვეყნებს.

„შემოდგომაზე მე და ნიკალას რომ გვქონდა კონცერტი „სერიოზული მუსიკა”, აღმოჩნდა რომ პროექტით დიდი ბრიტანეთი და გერმანია დაინტერესდა.

13 მაისს – ნოტინგემში გვექნება კონცერტი.

10 ოქტომბერს – ბეთჰოვენის ფესტივალზე, ბონში“, – წერს გიორგი გიგაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები