მარიამ ცქიტიშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

მარიამ ცქიტიშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელში.

„დღეს დილით პენსილვანიის უნივერსიტეტიდან მომივიდა ჩარიცხვის წერილი, რაც ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია. რთულია სიტყვებით გადმოვცე ის სიხარული, რასაც ახლა განვიცდი, თუმცა ვიცი, რომ ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი, რომ არა უამრავი ადამიანის დახმარება და გვერდში დგომა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში😊

პირველ რიგში უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო EducationUSA Georgia და ქალბატონ Dalia Homeriki-ს, ვის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ამ შედეგის მიღწევა❤️

სკოლა-პანსიონი კომაროვი – უღრმესი მადლობა ამ 6 წლისთვის და განსაკუთრებული მადლობა გიორგი მახათაძეს და შოთა ქათამაძე-ს იმისთვის, რომ აპლიკაციის შევსების პროცესში მეხმარებოდნენ❤️

მადლობა მასწავლებლს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ჩემ განათლებასა და ჩემი გზის გაკვლევაში ❤️

და ბოლოს, ყველაზე მთავარი და დიდი მადლობა ოჯახის წევრებს ანა ცქიტიშვილს, ირაკლი ცქიტიშვილს და მეგობრებს ნია დვალიძრს, ლიზი არქანიას, რომ ამ ურთულეს დროს ჩემს გვერდით იყვნენ, მამხნევებნენ და ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, რომ ჩემი დასახული მიზნისთვის მიმეღწია❤️❤️

მჯერა, რომ შემდგომი წლები სავსე იქნება თავვადასავლებითა და გამოწვევებით და მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას❤️❤️“, – წერს მარიამ ცქიტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები