საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო 16 გუნდშია

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამიდან ორი მატჩი მოიგო. ჩვენმა გუნდმა ვენესუელაც დამაჯერებელი ანგარიშით 70:59 დაამარცხა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა.

მომდევნო ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება და საქართველო მეოთხედფინალში გასასვლელად გერმანიასა და ავსტრალიასთან მოუწევს შეხვედრა. ეს ორი გუნდი E ჯგუფიდან გავიდა, ხოლო საქართველო და სლოვენია – F ჯგუფიდან. ამ ოთხი გუნდიდან 1/4-ფინალში ორი ითამაშებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები