ლუკა ლომაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა 61 კგ, წონით კატეგორიაში (Г17), სადაც საქართველოს ნაკრებიდან ლუკა ლომაშვილმა იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში თავი 101 / 108 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა.
ლომაშვილმა აკვრაში 128 / 131 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ძალოსანმა ასევე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 239 კილოგრამითაც.