ინგლისურად ითარგმნა და გამოიცა ლია სტურუას ლექსების კრებული „პირიქით“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ინგლისურად ითარგმნა და გამომცემლობის Fal Publications მიერ გამოიცა ლია სტურუას ლექსების კრებული „პირიქით“.

მთარგმნელები: ნატალია ბუკია-პიტერსი და ვიქტორია ფილდი.

ქართველმა პოეტმა ლია სტურუამ პირველი წიგნი, ლექსების კრებული „ხეები ქალაქში“ 1962 წელს გამოსცა. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული — „ბედნიერი სიჩუმე“, „რძეში ჩავარდნილი ქვა“ (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები